სიახლე

სეუტაში ჩასულ მიგრანტებს შორის ჯიჰადიზმში ეჭვმიტანილები იყვნენ

მედიაცენტრი

ესპანეთის უსაფრთხოების სამსახურებმა გასულ კვირას სეუტაში მასობრივად შესულ მიგრანტებს შორის რამდენიმე პირი გამოავლინეს, რომლებიც წარსულში ჯიჰადიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებში იყვნენ ეჭვმიტანილი. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ესპანურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოძიებასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ესპანეთის ეროვნული პოლიციისა და სამოქალაქო გვარდიის სადაზვერვო სამსახურებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერების ანალიზის შედეგად სულ მცირე 10 ასეთი პირი ამოიცნეს. გავრცელებული ცნობებით, აღნიშნული პირები წარსულში ჯიჰადისტურ ტერორიზმთან კავშირის გამო უკვე იყვნენ დაკავებული, რის შემდეგაც მათი მაროკოში დეპორტაცია განხორციელდა. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავ უწყებებს მედიის მიერ გავრცელებულ ცნობებზე საჯარო კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. მსგავსი შემთხვევა სეუტაში 2021 წლის… The post სეუტაში ჩასულ მიგრანტებს შორის ჯიჰადიზმში ეჭვმიტანილები იყვნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი