სიახლე

საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო სამსახური

Netgazeti

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავეს. მათივე ცნობით, რუსეთის მოქალაქემ საბაჟო-გამშვებ პუნქტ „ყაზბეგის“ გავლით საქართველოში 143 817 ლარის ღირებულების 713.3 გრამი ოქროს ზოდები გადმოიტანა. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post საქართველოში დიდი ოდენობით ოქროს ზოდების უკანონოდ გადმოტანის გამო რუსეთის მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო სამსახური appeared first on Netgazeti.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი