სიახლე

„ოზურგეთის ცენტრში საინფორმაციო ეკრანი მონტაჟდება”

GuriaNews

ოზურგეთში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტის წინ ლითონის კონსტრუქციის დამონტაჟებას ადგილობრივების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. „გურია ნიუსმა” ორი დღის შემდეგ მიიღო პასუხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან ვრცელი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით. „ოზურგეთის ცენტრში საინფორმაციო ეკრანი მონტაჟდება, რომელიც მოქალაქეებს მუნიციპალური სიახლეების, კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ განახლებულ ინფორმაციას რეალურ დროში შესთავაზებს. ეკრანი უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი […] The post „ოზურგეთის ცენტრში საინფორმაციო ეკრანი მონტაჟდება” appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ოზურგეთში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ცნობილი მოღვაწის, ბენია ჩხიკვიშვილის ბიუსტის წინ ლითონის კონსტრუქციის დამონტაჟებას ადგილობრივების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.

„გურია ნიუსმა” ორი დღის შემდეგ მიიღო პასუხი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან ვრცელი კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით.

 „ოზურგეთის ცენტრში საინფორმაციო ეკრანი მონტაჟდება, რომელიც მოქალაქეებს მუნიციპალური სიახლეების, კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ განახლებულ ინფორმაციას რეალურ დროში შესთავაზებს.

ეკრანი უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი სპორტული,  კულტურული ღონისძიებების, კონცერტებისა და ფილმების პირდაპირ ტრანსლირებას, რაც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ერთიან საჯარო სივრცეში მიიღონ მონაწილეობა მნიშვნელოვან მოვლენებში და გაიზიარონ საერთო ემოციები.

ასევე, შეიქმნება ადგილობრივი ბიზნესის, ღონისძიებებისა და სოციალური კამპანიების პოპულარიზაციის შესაძლებლობა.

ასეთი პრაქტიკა უკვე წარმატებით მუშაობს თბილისში, ბათუმსა და საქართველოს სხვა ქალაქებში. ოზურგეთში მისი დანერგვა ეფუძნება ქალაქის თანამედროვე საინფორმაციო საჭიროებებს, არ არღვევს ქალაქის   იერსახეს და იქნება ტრადიციულის და  ახლის  თანაარსებობის მაგალითი.

შესაბამისად,  მისი სხვა ლოკაციაზე განთავსება არ განიხილება” – აღნიშნულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან მოწოდებულ კომენტარში.

ამავე თემაზე: “ეს რა არის ? რატომ არის აქ? ვინმემ გამცეს პასუხი”

The post „ოზურგეთის ცენტრში საინფორმაციო ეკრანი მონტაჟდება” appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი