სიახლე

ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მებრძოლი დაჯგუფებების სარდლობა შეცვალა

მედიაცენტრი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართული საჯარისო დაჯგუფებების სარდლობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა. რუსული მედიის ცნობით, ჯარების დაჯგუფება „ცენტრის“ ხელმძღვანელად ანდრეი ივანაევი დაინიშნა. პუტინის განცხადებით, აღნიშნული დაჯგუფება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენაერთია, რომელიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „გათავისუფლების“ ამოცანებს ასრულებს. ამასთან, პუტინის გადაწყვეტილებით, დაჯგუფება „აღმოსავლეთის“ სარდლის მოვალეობის შემსრულებლად პიოტრ ბოლგარევი დაინიშნა, ხოლო უპილოტო სისტემების ჯარებს სათავეში დენის ლიამინი ჩაუდგება. ცვლილებები შეეხო თავდაცვის უწყების უზრუნველყოფის სექტორსაც — რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ზურგის უზრუნველყოფის ყველა სამსახურს ამიერიდან ვალერი სოლოდჩუკი უხელმძღვანელებს. The post ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში მებრძოლი დაჯგუფებების სარდლობა შეცვალა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი