საქართველოს სასაზღვრო პოლიცია განცხადებას ავრცელებს.
“სოციალურ ქსელებში სხვადასხვა გვერდის მეშვეობით გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ ურეკის სანაპიროზე, ჰიდროციკლით მოძრავი პირი საფრთხეს უქმნის ზღვაში მყოფ მოქალაქეებს.
სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღნიშნული პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყეს და იგი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ხოლო, მის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114-ე სეკუნდა მუხლის შესაბამისად დააჯარიმეს”,_ აცხადებს სასაზღვრო პოლიცია.
The post ვიდეო ურეკის სანაპიროდან: ჰიდროციკლით დამსვენებლებისთვის საფრთხის შექმნისა და პოლიციის შეურაცხყოფისთვის პირი დააკავეს appeared first on გურია ნიუსი.