სიახლე

ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის გახსნაზე შეთანხმდნენ

მედიაცენტრი

ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. 60-დღიანი შეთანხმება ძალაში ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ შევა. შეთანხმების თანახმად, სრუტეში შესული გემები ირანის მიმართულებით არსებულ საზღვაო ზოლს გამოიყენებენ, ხოლო გამოსული ხომალდები – ომანის სასულთნოსთან ახლოს მდებარე ზოლს. სატრანზიტო გადასახადის ან მომსახურების საფასურის დაწესება გათვალისწინებული არ არის. ამასთან, რეგიონული ძალები, შესაძლოა, სრუტის განაღმვისა და ნავიგაციის უზრუნველყოფის ტექნიკურ პროცესებში ჩაერთონ. The post ირანი და ომანი ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლის გახსნაზე შეთანხმდნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი