სიახლე

ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

მედიაცენტრი

გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომლის მიზანიც კრემლის სამხედრო მანქანის დაფინანსების შეფერხება და ნავთობიდან მიღებული შემოსავლების შემცირებაა. ახალი შეზღუდვები 13 პირზე, 1 სუბიექტსა და 6 ხომალდზე გავრცელდა. სანქცირებულთა შორისაა რუსეთში რეგისტრირებული 6 ბანკი, გემების მართვით დაკავებული ინდური კომპანია და 4 რუსული საწარმო, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ გამოყენებადი საქონლითა და ტექნოლოგიებით ვაჭრობაში იყვნენ ჩართულნი. ახალი რეგულაციებით, რუსულ ბანკებს აქტივები გაეყინებათ და ბრიტანულ ფინანსურ ინსტიტუტებთან გადახდების დამუშავება აეკრძალებათ. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, გაერთიანებულმა სამეფომ სანქციების სიაში 3 200-ზე მეტი ფიზიკური პირი, კომპანია და გემი შეიყვანა. The post ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი