შავ ზღვაში რუსული დრონები გერმანული კომპანიის სატვირთო გემს თავს დაესხნენ
შავ ზღვაში, ოდესიდან დაახლოებით 21 საზღვაო მილის დაშორებით, რუსული დრონები გერმანული კომპანიის სატვირთო გემ EMIL-ს დაესხნენ თავს. განმეორებითი იერიშების შედეგად ბორტზე ხანძარი გაჩნდა და ტექნიკური სისტემები მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც ხომალდმა მანევრირების უნარი დაკარგა. თავდასხმა ეკიპაჟის ევაკუაციის დროსაც გაგრძელდა. ბორტზე მყოფი 11 ადამიანიდან არცერთი არ ყოფილა გერმანიის მოქალაქე. დაშავებულების შესახებ ცნობები არ გავრცელებულა. ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავი გემი ჰამბურგში ბაზირებულ გადაზიდვების კომპანია Johann M. K. Blumenthal-ს ეკუთვნის. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავდასხმა დაადასტურა და განაცხადა, რომ ოდესის მახლობლად იერიში ორ სატვირთო გემზე მიიტანეს, რომლებსაც, მათი მტკიცებით, სამხედრო ტვირთი გადაჰქონდათ. The post შავ ზღვაში რუსული დრონები გერმანული კომპანიის სატვირთო გემს თავს დაესხნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →