სიცხის გამო იტალიის 27-ვე მსხვილ ქალაქში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა
იტალიაში ანომალიური სიცხის გაძლიერების გამო, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ 27-ვე მსხვილ ქალაქში საფრთხის უმაღლესი, „წითელი დონე“ გამოაცხადა. ეს მიმდინარე წელს პირველი შემთხვევაა, როდესაც მაქსიმალური განგაშის რეჟიმი ერთდროულად ყველა ძირითად ქალაქზე გავრცელდა. უწყების განმარტებით, „წითელი დონე“ მიუთითებს საგანგებო მდგომარეობაზე, როდესაც ხანგრძლივი მაღალი ტემპერატურა საფრთხეს უქმნის მთელ მოსახლეობას, მათ შორის სრულიად ჯანმრთელ პირებსაც. ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია. სინოპტიკოსების ცნობით, ანომალიურ სიცხეს ჩრდილოეთ აფრიკული ანტიციკლონი იწვევს. ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, 11:00-დან 18:00 საათამდე მოერიდონ გარეთ ყოფნას და მიიღონ დიდი რაოდენობით სითხე. ტემპერატურის კლებას უქმეებამდე არ ელოდებიან. The post სიცხის გამო იტალიის 27-ვე მსხვილ ქალაქში განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →