სიახლე

,,საკუთარი ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება შეგვიძლია” – ზელენსკი

მედიაცენტრი

,,უკრაინას საკუთარი ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება შეუძლია”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარებისა და FREYJA-ს ანტიბალისტიკური სარაკეტო პროგრამის სტატუსის შესახებ შესაბამის უწყებებთან შეხვედრა გამართა. „საკუთარი ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება და ახალი ანტიბალისტიკური სისტემის შექმნა ისეთი ამოცანაა, რომლის განხორციელებაც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას შეუძლია. უკრაინას ეს შესაძლებლობა გააჩნია. უკრაინას შესაბამისი სამეცნიერო ბაზა და ექსპერტიზა აქვს. იმის თქმა შეგვიძლია, რომ შესაბამის დონეს ჩვენმა იარაღის მწარმოებლებმაც მიაღწიეს. ველით, რომ უკრაინა საჭირო შედეგებს 2026–2027 წლებში მიაღწევს“, – წერს ზელენსკი X-ზე. The post ,,საკუთარი ბალისტიკური შესაძლებლობების განვითარება შეგვიძლია” – ზელენსკი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი