ცნობილი გახდა მეტროში გარდაცვლილი 21 წლის მარიამ ტყემალაძის საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
„მოქალაქე მარიამ ტყემალაძის სიკვდილის მიზეზია კარდიოცინების მწვავე იშემიური დაზიანების შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

21 წლის მარიამ ტყემალაძე, რომელიც თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტი იყო, 14 მაისს მეტროსადგურ “სამგორში” მოულოდნელად ცუდად გახდა და სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
The post ცნობილია, მეტროში გარდაცვლილი 21 წლის მარიამ ტყემალაძის ექსპერტიზის დასკვნა appeared first on .