ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კურორტ „გომისმთაზე” ტრადიციულ ღონისძიებისთვის ტენდერს აცხადებს. ამ ეტაპზე უცნობია აგვისტოს რომელ რიცხვში გაიმართება „გომისმთობა 2026″. ცნობილია ის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან კონკრეტული ღონისძიების ჩასატარებლად სავარაუდოდ, 72 000 ათასს ლარს დახარჯავს.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კურორტ გომისმთაზე 2026 წლის აგვისტოს თვეში (კონკრეტულ ერთ დღეს) უნდა განხორციელდეს სახალხო ტრადიციული ღონისძიება „გომისმთობა 2026″-ის ორგანიზება. ღონისძიება დაიწყება 12:00 საათზე და დასრულდება 20:00 საათამდე. გაიმართება სპორტული შეჯიბრი და დაჯილდოვება, გამოფენა-გაყიდვები, ფოლკლორული ანსამბლებისა და საესტრადო სიმღერების კონცერტი. ღონისძიების დასასრულს, ელექტრონული მუსიკის საღამო შედგება.” – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე განთასებულ დოკუმენტში.
The post ოზურგეთის მერიამ “გომისმთობა 2026”-ის ჩასატარებლად სამზადისი დაიწყო appeared first on გურია ნიუსი.