სიახლე

“ირაკლი კობახიძე იყენებს რუსულ პროპაგანდისტულ ტერმინს, რომლის შექმნის ერთადერთი მიზანი რუსეთის გამართლებაა” – ზაზა ბიბილაშვილი

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “ირაკლი კობახიძე იყენებს რუსულ პროპაგანდისტულ ტერმინს, რომლის შექმნის ერთადერთი მიზანი რუსეთის გამართლებაა” – ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც იგი რუსოფობიაზე ამახვილებს ყურადღებას, მიმე შეფასებებით და ირონიის თანხლებით ეხმაურება ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი: “ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის “რუსოფობიაზე” ისაუბრა. ხაზს ვუსვამ – რუსოფობიაზე. აბა, თუ გამოიცნობთ, რომელია ის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ პროპაგანდისტულ ტერმინს – “რუსოფობიას” – იყენებს? ტერმინს, რომლის მიზანია, ბოროტების იმპერიის სისხლიანი პოლიტიკითა და […] “ირაკლი კობახიძე იყენებს რუსულ პროპაგანდისტულ ტერმინს, რომლის შექმნის ერთადერთი მიზანი რუსეთის გამართლებაა” – ზაზა ბიბილაშვილი პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“ირაკლი კობახიძე იყენებს რუსულ პროპაგანდისტულ ტერმინს, რომლის შექმნის ერთადერთი მიზანი რუსეთის გამართლებაა” – ზაზა ბიბილაშვილი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც იგი რუსოფობიაზე ამახვილებს ყურადღებას, მიმე შეფასებებით და ირონიის თანხლებით ეხმაურება ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი:

“ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის “რუსოფობიაზე” ისაუბრა. ხაზს ვუსვამ – რუსოფობიაზე.

აბა, თუ გამოიცნობთ, რომელია ის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ პროპაგანდისტულ ტერმინს – “რუსოფობიას” – იყენებს? ტერმინს, რომლის მიზანია, ბოროტების იმპერიის სისხლიანი პოლიტიკითა და აგრესიული ქმედებებით განრისხებული ადამიანები ირაციონალური ზიზღით მოტივირებულ ველურებად წარმოაჩინოს?

დიახ – თქვენ მოიგეთ ბერას დისკი! ეს ერთადერთი ქვეყანა რუსეთია. ოკუპანტი რუსეთი.

ირაკლი კობახიძე იყენებს რუსულ პროპაგანდისტულ ტერმინს, რომლის შექმნის ერთადერთი მიზანი რუსეთის გამართლებაა.

გმადლობთ, ბრიფინგი დასრულებულია“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში.

“ირაკლი კობახიძე იყენებს რუსულ პროპაგანდისტულ ტერმინს, რომლის შექმნის ერთადერთი მიზანი რუსეთის გამართლებაა” – ზაზა ბიბილაშვილი
პარალელი


მსგავსი