სიახლე

“მაშინ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტები იყვნენ ჩვენი რბილი ძალა პუტინიზმის წინააღმდეგ” – ზაზა ბიბილაშვილი

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “მაშინ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტები იყვნენ ჩვენი რბილი ძალა პუტინიზმის წინააღმდეგ” – ზაზა ბიბილაშვილი ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის კონკრეტული პოზიციის ციტირებას ახდენს და სოციალურ ქსელში განმარტებებს აკეთებს რუს ტურისტების მიმართ დამოკიდებულებაზე: “კალაძე – “სააკაშვილი ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს ლარსის საზღვარზე, მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი?“ კი, ზუსტად ასე იყო. და ახლა მე გეტყვით, რა სხვაობა იყო მაშინდელსა და ახლანდელს […] “მაშინ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტები იყვნენ ჩვენი რბილი ძალა პუტინიზმის წინააღმდეგ” – ზაზა ბიბილაშვილი პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“მაშინ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტები იყვნენ ჩვენი რბილი ძალა პუტინიზმის წინააღმდეგ” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი თბილისის მერის, კახა კალაძის კონკრეტული პოზიციის ციტირებას ახდენს და სოციალურ ქსელში განმარტებებს აკეთებს რუს ტურისტების მიმართ დამოკიდებულებაზე:

“კალაძე – “სააკაშვილი ია-ვარდებით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს ლარსის საზღვარზე, მაშინ კარგი იყვნენ რუსები და დღეს გახდნენ ცუდი?“

კი, ზუსტად ასე იყო. და ახლა მე გეტყვით, რა სხვაობა იყო მაშინდელსა და ახლანდელს შორის:

მაშინ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტები იყვნენ ჩვენი რბილი ძალა პუტინიზმის წინააღმდეგ. აქ ჩამოსულ რუსს ადგილზე ხვდებოდა თავმოყვარე სახელმწიფო და ხალხი, რომელიც ვერ დაამარცხა. ის ეჩეხებოდა რეალობას, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა პროპაგანდისტული იმიჯისგან. ის ხედავდა დამოუკიდებელ, წარმატებულ საქართველოს, რომლის რეფორმებს მთელი მსოფლიო აკოპირებდა.

დღეს აქ ჩამოსულ ტურისტს ხვდება ცივილიზებული სამყაროსგან იზოლირებული, მოსკოვთან უნისონში მოქმედი ხელისუფლება, რომელსაც დღეგამოშვებით აქებენ ლავროვი, პესკოვი და სიმონიანი. ხვდება ხელისუფლება, რომელიც ქართველებს იჭერს და თვალებს თხრის, რომ რუსს ასიამოვნოს. დ

უფრო მოკლედ – სააკაშვილის პირობებში აქ შემოსული რუსი ტურისტი ჰგავდა ცივი ომის დროს საბჭოეთიდან რომელიმე დასავლურ სახელმწიფოში ჩასულ და ნანახით ჩუმად აღფრთოვანებულ სავოკს (ხმამაღლა გამოხატვას ვინ გაბედავდა?).

ივანიშვილის პირობებში აქ შემოსული რუსი კი უფრო სსრკ-ის დროს ბარნაულიდან გუდაუთის ტურბაზაში ჩასული ბანძი დამსვენებელია, რომელმაც იცის, რომ თავის ტერიტორიაზე ჩადის და ფეხქვეშ გაეგებიან.

სინამდვილეში, ძალიან მარტივად დასანახი განსხვავებაა“, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

“მაშინ საქართველოში შემოსული რუსი ტურისტები იყვნენ ჩვენი რბილი ძალა პუტინიზმის წინააღმდეგ” – ზაზა ბიბილაშვილი
პარალელი


მსგავსი