ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძის ბებია, შორენა ბალხამიშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. „კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი გიგა ავალიანზე თავდასხმისთვის? ათი თვე გავიდა. ათი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება. ამოღებული იყო ტელეფონები, შესწავლილი იყო მიმოწერები, დაკითხული იყვნენ ადამიანები, ჩატარებული იყო არაერთი საგამოძიებო მოქმედება. ნია არ დაუკავებიათ. ათი თვის განმავლობაში – 16 წლის ბავშვის წინააღმდეგ მიმდინარეობდა უმძიმესი და დაუნდობელი საჯარო კამპანია. ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებდით, როგორ ხდებოდა ნიას სახელის საჯაროდ ტირაჟირება, ენით აღუწერელი შეურაცხყოფა და ცილისწამება. როგორ აცხადებდნენ მას „მთავარ ფიგურად“, „წამქეზებლად“, ფაქტობრივად უკვე დამნაშავედ… The post ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →