სიახლე

საფრანგეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 420 ადამიანი დააკავეს

მედიაცენტრი

საფრანგეთში სამართალდამცველებმა ტყის ხანძრების განზრახ ან შემთხვევით გაჩენის ბრალდებით 420 ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილებს შორის 166 არასრულწლოვანია. ერთ-ერთ შემთხვევაში 23 წლის მამაკაცს ბრალად ედება ვარის ადმინისტრაციულ ერთეულში ხუთი დღის განმავლობაში ათი ხანძრის განზრახ გაჩენა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 15 წლამდე პატიმრობა და 150 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება. ექსპერტების შეფასებით, საფრანგეთში ტყის ხანძრების უმეტესობა შემთხვევითობითაა გამოწვეული – მათ შორის დასახელებულია სამშენებლო ნაპერწკლები, გაუმართავი ელექტრომოწყობილობები, სიგარეტის ნამწვი და კოცონი. The post საფრანგეთში ტყის ხანძრების გაჩენის ბრალდებით 420 ადამიანი დააკავეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი