სიახლე

“დიდი ბედნიერებაა, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის” – ნიკოლოზ მეტრეველი

პარალელი

სააგენტო "პარალელი" “დიდი ბედნიერებაა, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის” – ნიკოლოზ მეტრეველი გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, “ჯერ საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ კაპანაძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, კონკრეტული შეფასებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი: “ვახტანგ კაპანაძე – დიახ, ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი! კიდევ კარგი, ეს კაცი დღეს გენერალური შტაბის უფროსი აღარ არის და პოლიტიკაშია. სფეროში, სადაც, როგორც ჩანს, მისი უკრაინა-რუსეთის ომის პროგნოზების სიზუსტიდან გამომდინარე, წარმატების მიღწევა კიდევ უფრო გაუჭირდება. […] “დიდი ბედნიერებაა, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის” – ნიკოლოზ მეტრეველი პარალელი

პირველწყარო →

სააგენტო "პარალელი"
“დიდი ბედნიერებაა, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის” – ნიკოლოზ მეტრეველი

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, “ჯერ საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ კაპანაძის მიერ დაფიქსირებულ პოზიციას, კონკრეტული შეფასებებით, ეხმაურება ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი:

“ვახტანგ კაპანაძე – დიახ, ომი დაიწყო რუსეთმა და წერტილი!

კიდევ კარგი, ეს კაცი დღეს გენერალური შტაბის უფროსი აღარ არის და პოლიტიკაშია. სფეროში, სადაც, როგორც ჩანს, მისი უკრაინა-რუსეთის ომის პროგნოზების სიზუსტიდან გამომდინარე, წარმატების მიღწევა კიდევ უფრო გაუჭირდება.

რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხზე კამათი არ მოითხოვს ისტორიული ფაქტების გამარტივებას. რუსეთის სამხედრო ოკუპაცია რეალობაა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ 2008 წლის ყველა წინაპირობა და რაც მთავარია: “ნაციონალური მოძრაობის” მოღალატეობრივი გადაწყვეტილებები ერთი სლოგანით უნდა ჩავანაცვლოთ.

და ბოლოს, ყველაზე კარგი ამბავი: დიდი ბედნიერებაა, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის. ასეთ დროს შეგვიძლია ბატონი ვახტანგის სამხედრო-პოლიტიკური განცხადებები მშვიდად წავიკითხოთ და უბრალოდ გავიღიმოთ.

ზოგჯერ ქვეყნისთვის აუცილებელი სტრატეგიაა, მსგავსი ადამიანები გადაწყვეტილების მიმღები კი არა, უბრალოდ მარგინალი კომენტატორები იყვნენ“, – წერს სოციალურ ქსელში ნიკოლოზ მეტრეველი.

“დიდი ბედნიერებაა, რომ საქართველოში დღეს ომი არ არის” – ნიკოლოზ მეტრეველი
პარალელი


მსგავსი