შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა.
2008 წლის 11 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისთან ქართველი სამხედროების ქვედანაყოფი რუსულ ბატალიონთან უთანასწორო შეტაკებაში ჩაება.
დაახლოებით ორსაათიანი მძიმე და გმირული წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრძოლის ველზე საქართველოს შეიარაღებული ძალების 17 ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა:
ამ დღეს ბრძოლაში ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა: ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.
The post შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა appeared first on გურია ნიუსი.