სიახლე

მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული დრონი დააფიქსირეს

მედიაცენტრი

მოლდოვის საჰაერო სივრცეში უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს. ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Newsmaker-ი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების ცნობით, 10 აგვისტოს საღამოს დრონი მოლდოვის საჰაერო სივრცეში უკრაინის ოდესის ოლქიდან შევიდა, გარკვეული დროის შემდეგ კი უკან დაბრუნდა. სავარაუდოდ, საუბარია რუსულ „გერან-3“-ის ტიპის დრონზე. ეს ბოლო ორი დღის განმავლობაში მოლდოვის საჰაერო სივრცის დარღვევის უკვე მეორე შემთხვევაა. 9 აგვისტოს შტეფან-ვოდას რაიონში ჩამოვარდნილი დრონის აფეთქების შემდეგ, მოლდოვამ რუსეთიდან ელჩი კონსულტაციებისთვის უკან გაიწვია. The post მოლდოვის საჰაერო სივრცეში რუსული დრონი დააფიქსირეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი