სიახლე

სირიის ყოფილ პრეზიდენტს სიკვდილით დასჯა მიესაჯა

მედიაცენტრი

სირიის ყოფილ პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადსა და მის უმცროს ძმას, მაჰერს სიკვდილით დასჯა შეუფარდეს. ქვეყნიდან გაქცეული ექსპრეზიდენტი დაუსწრებლად გაასამართლეს და 14-წლიანი კონფლიქტის განმავლობაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისა და ომის დანაშაულებისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა მიუსაჯეს. სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ასადის ბიძაშვილს, სირიის არმიის ყოფილ გენერალს, ატეფ ნაჯიბსაც, რომელიც დარაას პროვინციაში დარბევებს ხელმძღვანელობდა. იგი პროცესს უშუალოდ სასამართლო დარბაზში ესწრებოდა. სირიის 14-წლიან კონფლიქტს ნახევარ მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ასობით ათასი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. The post სირიის ყოფილ პრეზიდენტს სიკვდილით დასჯა მიესაჯა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი