40-ზე მეტი ქვეყანა ბალისტიკური რაკეტების გაშვებამდე გაფრთხილების ინიციატივით გამოდის
40-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, საფრანგეთმა, გერმანიამ, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ და იაპონიამ, ჟენევაში გამართულ განიარაღების კონფერენციაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელა. სახელმწიფოები მოუწოდებენ ყველა შესაბამის ქვეყანას, აიღონ ვალდებულება და ჩაერთონ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების, წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტების და კოსმოსური გამშვები საშუალებების გაშვების შესახებ წინასწარი შეტყობინების მექანიზმებში. განცხადების ავტორთა განმარტებით, ერთ-ერთ ასეთ მექანიზმს ბალისტიკური რაკეტების გავრცელების წინააღმდეგ ჰააგის ქცევის კოდექსი წარმოადგენს, რომელშიც უკვე 145 ქვეყანაა ჩართული. „მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, განსაკუთრებით ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოებს, რომლებიც უშვებენ კონტინენტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტებს, წყალქვეშა ნავებიდან გასაშვებ ბალისტიკურ რაკეტებს და კოსმოსურ გამშვებ საშუალებებს, ასეთი გაშვების შესახებ… The post 40-ზე მეტი ქვეყანა ბალისტიკური რაკეტების გაშვებამდე გაფრთხილების ინიციატივით გამოდის appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTA…
პირველწყარო →