ირანული მხარის ცნობით, აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს
ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები არ გამართულა, რადგან თეირანის პოზიციით, დოკუმენტს ამოქმედების კონკრეტული თარიღი არ ჰქონია. ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა. „გახანგრძლივებაზე საუბარი არ არის, რადგან ირანის პერსპექტივიდან გამომდინარე, არ არსებობს დაწყების პერიოდი და შესაბამისად, გასახანგრძლივებელი არაფერია. შეერთებულმა შტატებმა დაარღვია დროებითი შეთანხმება მისი მიღწევიდან 48 საათის შემდეგ და რამდენიმე დღის შემდეგ გამოვიდა მისგან“, – აღნიშნა წყარომ. მისივე განმარტებით, შუამავლები ამჟამად განიხილავენ აშშ-ის დაბრუნებას დროებით შეთანხმებაზე და ვალდებულებების შესრულების ვადების განსაზღვრას, თუმცა ამ მიმართულებით პროგრესი ჯერჯერობით არ შეინიშნება. The post ირანული მხარის ცნობით, აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →