სიახლე

პოლონეთი Starlink-ის შეზღუდვის გამო ილონ მასკს დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება

მედიაცენტრი

პოლონეთსა და ილონ მასკს შორის მორიგი დაპირისპირება დაიწყო. მიზეზი Starlink-ის გადაწყვეტილებაა, რომლითაც პოლონეთი ევროპის საერთო როუმინგის ზონიდან ამოიღეს – ზონიდან, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და მომხმარებლებს ტერმინალების საზღვრებს გარეთ შეზღუდვების გარეშე გამოყენების საშუალებას აძლევს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ სოციალურ ქსელში მასკს მიმართა და აღნიშნა, რომ პოლონელი მომხმარებლების დისკრიმინაციის გაგრძელების შემთხვევაში, ვარშავამ შესაძლოა ყოველწლიური 50 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსების საკითხს გადახედოს. Starlink-ის გადაწყვეტილება გააკრიტიკა პოლონეთის ციფრულ საქმეთა მინისტრმა კშიშტოფ გავკოვსკიმაც, რომელმაც Space X-ი პოლონელების „მეორეხარისხოვან მომხმარებლებად“ აღქმაში დაადანაშაულა. კომპანიას ცვლილების მიზეზები ჯერ არ განუმარტავს. The post პოლონეთი Starlink-ის შეზღუდვის გამო ილონ მასკს დაფინანსების შეწყვეტით ემუქრება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი