სიახლე
,,კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტს განვიხილავთ, მათ შორის სამხედროსაც” – პიტ ჰეგსეთი
მედიაცენტრი
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა პანამაში ვიზიტისას განაცხადა, რომ კუბასთან მიმართებით ვაშინგტონი მოქმედების ყველა შესაძლო სცენარს განიხილავს. „ეს ადრეც მითქვამს და ვნახეთ, თუ რა მოხდა სხვა შემთხვევებში. ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედრო ვარიანტიც“, – აღნიშნა ჰეგსეთმა. მისი თქმით, კუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში უნდა მიიღოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მზადყოფნა, მტკიცედ დაიცვას აშშ-ის სტრატეგიული ინტერესები. „აშშ-ს ვერავინ შეედრება. ის, რისი მიღწევაც უცხოური ძალების გავლენამ ამ ნახევარსფეროში შეძლო, საკმაოდ უმნიშვნელო იყო“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. The post ,,კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტს განვიხილავთ, მათ შორის სამხედროსაც” – პიტ ჰეგსეთი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.