სააგენტო "პარალელი"
“არ გინდათ, ამ თქვენი პოლიტიკური დიდაქტიკით, “რუსკი კარაბლისკენ” აიღოთ გეზი?” – გოჩა მირცხულავა
ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილ წევრებს თუ მხარდამჭერებს კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს და მწვავე შეფასებებით მიმართავს:
“ბიძინა რომ ხელისუფლებაში მოიყვანა, წლების განმავლობაში ამაყად ამტკიცებდნენ, თანამებრძოლები ვართო. პარტიული მილიონებიც ოფიციალურად აიღეს, ეგეც ხომ გვახსოვს. მერე 2016-მდე, ზოგმა კი 2020 წლამდეც, მედგრად იცავდნენ ბიძინას პოზიციებს. ახლა კი ინტელექტუალური მენტორები არიან – ხალხის აზრი არ მოსწონთ, საზოგადოებას ზემოდან უყურებენ და პოლიტიკურ თუ მორალურ დიდაქტიკას გვიკითხავენ.
ცოტა არ იყოს, ტეხავს, თუ მე მიტყდება მათი ნააზრევის წაკითხვა? ტელეეკრანებიდან რომ არ ჩამოდიან, ეგ უკვე ცალკე საკითხია.
და მე ამ ადამიანებთან მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს: როგორ და რა ვითარებაში მოკვდა რაფალიანცის ბავშვი?
ჰა, კარგი – თუ ეს უხერხული კითხვაა და პარლამენტში მაშინდელი მინისტრებისთვის, პროკურორებისთვის, პრემიერებისთვის მისი დასმა ვერასოდეს გაბედეს, სხვა რამეს ვიკითხავ: ვაზაგაშვილისთვის ძეგლის დადგმის ჰეროიკას ხომ ვერ აღმიწერთ, თან ოდისევსის განხილვის პრიზმაში?
და თუ ესეც ზედმეტად ანტიკური მდგენელითაა დატვირთული, მაშინ კიდევ უფრო მარტივ კითხვას დავსვამ: არ გინდათ, ამ თქვენი პოლიტიკური დიდაქტიკით, „რუსკი კარაბლისკენ“ აიღოთ გეზი?” – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.
“არ გინდათ, ამ თქვენი პოლიტიკური დიდაქტიკით, “რუსკი კარაბლისკენ” აიღოთ გეზი?” – გოჩა მირცხულავა
პარალელი