სიახლე

,,ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ” – დაკავებულია 2 ადამიანი

მედიაცენტრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით, 2 ადამიანი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბრალდებულები რუსთავსა და გარდაბანში მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, სხვადასხვა დროს მოტყუებით, ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ. მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მიყენებულმა ზარალმა ჯამში 59 870 ლარი შეადგინა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო დაკავებულების კუთვნილი ავტომანქანისა და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3… The post ,,ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას თაღლითურად ეუფლებოდნენ” – დაკავებულია 2 ადამიანი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი