ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ საკითხზე „გურია ნიუსი“ გურიის სახელმწიფო რწმუნებულს, გიორგი ღურჯუმელიძეს დაუკავშირდა.
„მან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ მიიღო და ამის შესახებ საზოგადოებას განცხადებით ამცნო. ჩემთვის დასანანია მისი წასვლა, თუმცა მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ“, — განაცხადა გიორგი ღურჯუმელიძემ.
„გურია ნიუსის“ შეკითხვაზე — უკავშირდებოდა თუ არა პაატა კუნჭულიას წასვლა „ქართული ოცნების“ ადგილობრივ პოლიტიკოსებთან არსებულ უთანხმოებას, გიორგი ღურჯუმელიძემ აღნიშნა:
„მე მგონი, პაატა კუნჭულიამ თავის განცხადებაში საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა და ეს საკითხი ზედმეტ კომენტარს არ საჭიროებს“.
The post “მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ”- გიორგი ღურჯუმელიძე appeared first on გურია ნიუსი.