სიახლე

რუმინეთში, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში, დრონი ჩამოვარდა

მედიაცენტრი

რუმინეთის ტულჩას ოლქში, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში, დრონი ჩამოვარდა. ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია ტულჩის ოლქის ლუნკავიცის კომუნის მახლობლად, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით ხუთ კილომეტრში, დრონის ჩამოვარდნის შესახებ. ამჟამად არსებული მონაცემებით, საჰაერო სამიზნე სამინისტროს სარადარო დაკვირვების სისტემებმა ვერ დააფიქსირეს, რადგან ის ძალიან დაბალ სიმაღლეზე დაფრინავდა. დრონი ტყიან ტერიტორიაზე ჩამოვარდა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი და მატერიალური ზიანი არ მოჰყოლია. The post რუმინეთში, უკრაინის საზღვრიდან 5 კილომეტრში, დრონი ჩამოვარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი