,,ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები” – თბილისის მერია
თბილისის მერია გუშინ ღამით დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგაგ შექმნილ პრობლემებზე ინფორმაციას ავრცელებს. ,,დედაქალაქში მოსულმა უხვმა და ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“, – აღნიშნავენ თბილისის მერიაში. მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებით უხვი ნალექი იყო თამარაშვილის გამზირზე. ,,საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩაზე დაზიანდა გაზსადენი მილი, რის გამოც მოხდა მიმდებარე კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ქსელის აღდგენა. საგანგებო რეჟიმში მუშაობენ თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, დედაქალაქის რაიონული გამგეობები. “თბილსერვის ჯგუფის” მიერ იწმინდება გზები და წესრიგდება ქუჩები. ყველა პრობლემურ მონაკვეთზე მობილიზებულია… The post ,,ძლიერი წვიმის შედეგად, დაიტბორა ქუჩები, სარდაფები, მეტროსადგურები” – თბილისის მერია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →