სიახლე

რუმინეთის კურორტზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს

მედიაცენტრი

რუმინულ საკურორტო ქალაქ სატურნის სანაპიროზე ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო მას შემდეგ, რაც ადგილზე სამხედრო დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს. ობიექტი მაშველებმა შენიშნეს, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია, ჟანდარმერია და კონსტანტას ოლქის საგანგებო სიტუაციების ინსპექციის თანამშრომლები მობილიზდნენ. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამოწმების დასრულებამდე ტერიტორიიდან ტურისტების გაყვანა განხორციელდა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის სამხედრო დრონი. სავარაუდოდ, ნამსხვრევები სანაპიროზე შავი ზღვის ტალღებმა გამორიყა. The post რუმინეთის კურორტზე დრონის ნამსხვრევები იპოვეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი