„ჰორმუზის სრუტის დაპყრობა ტვიტით ან ავიამზიდით შეუძლებელია“ – ირანი ტრამპს პასუხობს
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ვაშინგტონი ჰორმუზის სრუტის ამერიკის ტერიტორიად გამოცხადებას გეგმავს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კაზემ ღარიბაბადიმ აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტის დაპყრობა ტვიტით, ავიამზიდით, ბრძანების გაცემითა თუ საარჩევნო გამოსვლით შეუძლებელია და მისი დახურვა ან გახსნა მხოლოდ თეირანის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მისივე თქმით, ირანს არც მუქარის ეშინია და არც ძალის დემონსტრირების. ღარიბაბადიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თეირანი სრუტის ბლოკადას მანამ გააგრძელებს, სანამ ვაშინგტონი საკუთარ „სტრატეგიულ და მძიმე დამარცხებებს“ არ აღიარებს. The post „ჰორმუზის სრუტის დაპყრობა ტვიტით ან ავიამზიდით შეუძლებელია“ – ირანი ტრამპს პასუხობს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →