სიახლე
გომის მთაზე ავარიის საქმეზე დაკავებულ მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
მედიაცენტრი
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 4 უცხოელი ტურისტი ემსხვერპლა. პროკურატურამ ბრალდებულს მუხლი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორზე მეტი პირის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებულ მძღოლს შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობაც არ გააჩნდა. The post გომის მთაზე ავარიის საქმეზე დაკავებულ მძღოლს პატიმრობა შეეფარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.