სააგენტო "პარალელი"
“დიფ სთეითისათვის” განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რუსეთის ფედერაცია იქნას დამარცხებული ამ დაპირისპირებაში” – გიორგი ვოლსკი
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი რუსეთის წინააღმდეგ “დიფ სთეითის” კონკრეტულi ინტერესის შესახებ საუბრობს:
“დიფ სთეითისათვის” განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რუსეთის ფედერაცია იქნას დამარცხებული ამ დაპირისპირებაში და რეალურად ინტერესები, რასაც ჰქვია ენერგო რესურსების მოპოვება, რასაც ჰქვია დიდი ფინანსური მოგებების მიღება, დაკავშირებულია/დამოკიდებულია იმ პროცესის განვითარებაზე, რასაც სამხედრო დაპირისპირება ჰქვია.
უმრავლეს შემთხვევაში, ეს არის მთავარი ამოცანა – ამ დაძაბულობის შენარჩუნება და რა საკვირველია, ამ სივრცეში ზე-მოგებების მიღება.
საქართველო საკვანძო ქვეყანას წარმოადგენს ნებისმიერი სატრანზიტო მიმოსვლისათვის და არავითარი ფასეულობების დაცვისათვის ბრძოლას ადგილი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ეროვნული მთავრობა ცდილობს დაიცვას თავისი ინტერესები, საკუთარი ქვეყნის – საქართველოს, ინტერესები“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.
“დიფ სთეითისათვის” განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რუსეთის ფედერაცია იქნას დამარცხებული ამ დაპირისპირებაში” – გიორგი ვოლსკი
პარალელი