ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა
დაბა ჩაქვში 35 წლის მამაკაცი მატარებლის შეჯახების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილობრივების ცნობით, გარდაცვლილი ბელარუსიდან იყო.
მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სარკინიგზო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
The post ჩაქვში მატარებლის შეჯახების შედეგად 35 წლის მამაკაცი დაიღუპა appeared first on .