სიახლე
საბერძნეთში, კუნძულ სალამინზე ტყის ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა
მედიაცენტრი
საბერძნეთის კუნძულ სალამინზე ტყის ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. ხანძრის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხოლო 5 დაზარალებული ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ცეცხლის სწრაფად გავრცელებას ძლიერი ქარი უწყობდა ხელს, რომელიც ბოფორტის სკალით 7 ბალს აღწევდა. შექმნილი საფრთხის გამო, სანაპირო ზონებიდან – კოლონესა და სატერლიდან – 502 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის პერისტერიასა და სელინიაში ხანძრის ორ კერასთან საბრძოლველად მობილიზებულია 260 მეხანძრე, 58 სპეცტექნიკა, 15 სატყეო ჯგუფი, ასევე 10 თვითმფრინავი და 8 ვერტმფრენი. The post საბერძნეთში, კუნძულ სალამინზე ტყის ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.