აშშ-მა ბოლო ავიამზიდი წყნარი ოკეანიდან ახლო აღმოსავლეთში გადაიყვანა
ამერიკული ავიამზიდი USS George Washington-ი დასავლეთ წყნარი ოკეანიდან ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება. შედეგად, ჩინეთის სამხედრო აქტივობის ზრდის ფონზე, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში აშშ-ს ავიამზიდი აღარ ეყოლება. მედიის ცნობით, USS George Washington-ი ჩაანაცვლებს ავიამზიდ USS Abraham Lincoln-ს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციის დაწყების შემდეგ იმყოფება. ანალიტიკოსების შეფასებით, ირანის წინააღმდეგ განუსაზღვრელი ვადით მიმდინარე ოპერაციები ამერიკელი მეზღვაურებისთვის უკიდურესად დამღლელია. მედიის ინფორმაციით, ხანგრძლივი როტაციისა და აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო, USS Abraham Lincoln-ის ეკიპაჟს დასვენების საშუალება არ ჰქონდა. ვრცელდება ცნობები, რომ მეზღვაურები უჩიოდნენ წყალმომარაგების ხარვეზებს, ჰიგიენური საშუალებებისა და საკვების დეფიციტს. ამასთან, მძიმე… The post აშშ-მა ბოლო ავიამზიდი წყნარი ოკეანიდან ახლო აღმოსავლეთში გადაიყვანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →