სიახლე
გერმანიაში, მდინარე ელბაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვეს
მედიაცენტრი
გერმანიაში, ქალაქ ჰაიდენაუსთან ახლოს, მდინარე ელბაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 250-კილოგრამიანი საჰაერო ბომბი აღმოაჩინეს. ბომბი მას შემდეგ იპოვეს, რაც რეკორდული სიცხეების შედეგად მდინარეში წყლის დონემ მნიშვნელოვნად დაიკლო. ამჟამად სპეციალური ჯგუფები განაღმვის სამუშაოებს ახორციელებენ. უსაფრთხოების მიზნით, ობიექტის აღმოჩენის ადგილიდან 1 კილომეტრის რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. პოლიციის განმარტებით, დაუყოვნებლივი ევაკუაციის საჭიროება არ ყოფილა, რადგან შექმნილი გარემოებები გაუვნებელყოფის ოპერაციის დაგეგმილ რეჟიმში ჩატარების საშუალებას იძლევა. The post გერმანიაში, მდინარე ელბაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი იპოვეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.