სიახლე

ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი

MegaTV

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომოლექსს შპს “აისინქი” დააპროექტებს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდა კომპანიასთან უკვე გააფორმა. მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების მიზნით გამოცხადებულ ტენდერს 6 პრეტენდენტი ჰყავდა. ესენია: შპს “არქიტექტორული ფირმა არდუ”, შპს “ნს სტუდიო”, შპს “არქიტექტურულ-დიზაინერული ჯგუფი”, შპს “აისინქი”. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გამარჯვებული კონცეფციის ავტორი კომპანია მგფ-ს სამუშაოების განხორხციელებას 4 773 […]

პირველწყარო →

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომოლექსს შპს “აისინქი” დააპროექტებს.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდა კომპანიასთან უკვე გააფორმა.

მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების მიზნით გამოცხადებულ ტენდერს 6 პრეტენდენტი ჰყავდა. ესენია: შპს “არქიტექტორული ფირმა არდუ”, შპს “ნს სტუდიო”, შპს “არქიტექტურულ-დიზაინერული ჯგუფი”, შპს “აისინქი”.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, გამარჯვებული კონცეფციის ავტორი კომპანია მგფ-ს სამუშაოების განხორხციელებას 4 773 214 ლარად სთავაზობს, რაც გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულება იყო.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს “აისინქი” რეგისტრირებულია 2025 წელს. კომპანიის დირექტორი და 50%-იანი წილის მესაკუთრე ირაკლო ოზაშვილია, ხოლო წილების მეორე ნახევარი გიორგი ჩაბალუხას მფლობელობაშია.

რის მოწყობას ითვალისწინებს პროექტი?

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მომზადდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და კულტურულ-შემეცნებითი ცენტრის დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია.

“კომპლექსში გათვალისწინებული იქნება მრავალფუნქციური დარბაზი, საცურაო აუზები, სხვადასხვა სპორტის სახეობისთვის განკუთვნილი დარბაზები და სატრენაჟორო სივრცე, ფეხბურთისა და რაგბის სავარჯიშო მოედნები. პროექტი ასევე მოიცავს პარკინგის, ბილიკების, განათებისა და უსაფრთხოების სისტემების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებასა და კეთილმოწყობას.

სპორტულ კომპლექსში დაგეგმილია ძიუდოს, ჭიდაობის, კრივის, MMA-ის, მაგიდის ჩოგბურთის, სპორტული ტანვარჯიშის, სხვადასხვა ორთაბრძოლის, ფარიკაობისა და ძალოსნობისთვის განკუთვნილი სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.

სპორტული ინფრასტრუქტურის პარალელურად, მრავალფუნქციურ კომპლექსში გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი მიმართულების განვითარებაც. მოეწყობა ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მიმართულებების, უცხო ენების შესწავლისა და STEM-კლუბისთვის განკუთვნილი სივრცეები, ასევე მედიათეკა და სხვა საგანმანათლებლო-შემოქმედებითი ზონები.

ზესტაფონისთვის მომზადებული პროექტი ტიპური იქნება და შემდგომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, კონკრეტულ ლოკაციებზე მორგების საფუძველზე, მრავალფუნქციური კომპლექსების მოსაწყობად იქნება გამოყენებული. ხელშეკრულება, ძირითადი პროექტის გარდა, დამატებით 5 ლოკაციაზე მის ადაპტირებასაც ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონებში თანამედროვე სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, სპორტული და ახალგაზრდული აქტივობებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას”, – ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციაში.

zestaponi-2-1786875829.jpg

auzi-1786875941.jpg

zestaponi-3-1786876092.jpg


მსგავსი