აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი ვადა ამოიწურა
აშშ-სა და ირანს შორის 2026 წლის 17 ივნისს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის 60-დღიანი მოქმედების ვადა ამოიწურა. დონალდ ტრამპისა და მასუდ ფეზეშქიანის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი ომის დასასრულებლად და ბირთვულ პროგრამაზე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად 60-დღიან ვადას ითვალისწინებდა. მოქმედების ვადის ამოწურვის მიუხედავად, გამოცემა Al Arabiya-ს ცნობით, მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გაგრძელებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რამდენ ხანს გაგრძელდება იგი. ამავდროულად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ თეირანმა ომანთან ჰორმუზის სრუტის შესახებ შეთანხმებას მიაღწია და სატრანზიტო მარშრუტის რუკა შეათანხმა. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება სრუტის ხელახლა გახსნას გულისხმობს, სადაც კომერციული გემები შუალედურ… The post აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის 60-დღიანი ვადა ამოიწურა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →