სიახლე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ირანთან მოლაპარაკებები განაგრძოს

მედიაცენტრი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე დიპლომატიური არხების შენარჩუნებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მედიის ცნობით, ერდოღანმა ვაშინგტონს სამშვიდობო პროცესში ანკარას მხარდაჭერა შესთავაზა. ლიდერებმა ასევე განიხილეს ორმხრივი ურთიერთობები, ღაზაში არსებული ვითარება და თურქეთს, საუდის არაბეთსა და პაკისტანს შორის გაფორმებული თავდაცვის პაქტი. ერდოღანის თქმით, ისრაელის თავდასხმები პალესტინელებზე იმ ფონზე გაიზარდა, როდესაც ღაზას სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზა უნდა ამოქმედებულიყო. პარალელურად, ირანელი მაღალჩინოსნების განცხადებით, თეირანი „სრულად შეტევით“ პოზიციაზე გადადის, რადგან ომის დასრულებისა და ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების მიმოსვლის აღდგენის მოლაპარაკებები შეჩერდა.… The post რეჯეფ თაიფ ერდოღანი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ირანთან მოლაპარაკებები განაგრძოს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი