სიახლე

,,სანამ მოსკოვი უარს ამბობს მშვიდობაზე, მოუწევს ამ ომის გახანგრძლივების ფასის გადახადა”- სიბიგა

მედიაცენტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგას განცხადებით, ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უკრაინის რეალური წინადადებების მიღების ნაცვლად, ომის გაჭიანურებასა და სისხლისღვრას აგრძელებს. „სანამ მოსკოვი უარს ამბობს მშვიდობაზე, მას მოუწევს ამ ომის გახანგრძლივების ფასის გადახდა დამატებითი სანქციების, იზოლაციის და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის მკაცრი პასუხისმგებლობის დაწესების გზით“, – აღნიშნა სიბიგამ. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება ხარკოვის ოლქის სოფელ პეჩენიჰიზე განხორციელებულ დარტყმაზე გაამახვილა, რასაც 10 ადამიანი ემსხვერპლა, და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, კაფე, ფოსტა და მაღაზია. მან პარტნიორებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა, შეუერთდნენ ჰააგაში დაგეგმილი სპეციალური ტრიბუნალის ინიციატივას რუსეთისთვის აგრესიის დანაშაულზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად. The post ,,სანამ მოსკოვი უარს ამბობს მშვიდობაზე, მოუწევს ამ ომის გახანგრძლივების ფასის გადახადა”- სიბიგა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი