მოსკოვში იაპონიის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში იაპონიის ელჩი აკირა მუტო დაიბარეს- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. დიპლომატის დაბარების მიზეზი კურილის კუნძულ იტურუპზე ვლადიმერ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით ტოკიოს მიერ გამოთქმული პროტესტი გახდა. „რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთის სუვერენიტეტი და იურისდიქცია სამხრეთ კურილის კუნძულებზე ხელშეუხებელია“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. გავრცელებული ცნობით, ელჩმა უწყების შენობა 25 წუთში დატოვა. რუსეთის პრეზიდენტი სადავო კუნძულ იტურუპს პირველი ვიზიტით 13 აგვისტოს ეწვია. პუტინის ვიზიტი მკაცრად გააპროტესტა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ და განაცხადა, რომ კუნძული როგორც ისტორიულად, ისე საერთაშორისო სამართლის მიხედვით იაპონიის განუყოფელი ნაწილია. The post მოსკოვში იაპონიის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →