,,ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთის დარტყმას” – ზელენსკი ხარკოვზე განხორციელებულ დარტყმაზე
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხარკოვის ოლქის სოფელ პეჩენეგიზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმა შეაფასა და აღნიშნა, რომ კიევი ამ თავდასხმას უპასუხოდ არ დატოვებს. „დღეს დილით რუსებმა სასტიკი თავდასხმა განახორციელეს ხარკოვის ოლქის პეჩენეგიში, ხალხმრავალ გზაჯვარედინზე – ადგილას, სადაც ფოსტა და მაღაზიებია განთავსებული. ამ დროისთვის დაღუპულია 10 ადამიანი. ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთის ამ დარტყმას. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც შეავსონ ჩვენი სამართლიანი რეაგირება საკუთარი ქმედებებით, რათა ზეწოლა მოახდინონ რუსეთზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა. The post ,,ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთის დარტყმას” – ზელენსკი ხარკოვზე განხორციელებულ დარტყმაზე appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →