სიახლე
,,კონგოში ებოლას ვირუსი განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდება” – ჯანმო
მედიაცენტრი
კონგოში, ებოლას ვირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობამ 4 945-ს მიაღწია, მათ შორის, 2 325 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ვირუსისგან 1 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 730 საავადმყოფოში ან თვითიზოლაციაში რჩება. ვირუსის ამ აფეთქებამ, 2018-2020 წლების ეპიდემიის დროს დაფიქსირებულ სიკვდილიანობას უკვე გადააჭარბა, რომელმაც 2 299 ადამიანი იმსხვერპლა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვირუსი ,,განსაკუთრებული ტემპით” ვრცელდება, ბოლო კვირის მონაცემებით კი 579 ინფიცირების შემთხვევა და 304 გარდაცვალება დაფიქსირდა. The post ,,კონგოში ებოლას ვირუსი განსაკუთრებული სისწრაფით ვრცელდება” – ჯანმო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.