სააგენტო "პარალელი"
“ქართული ოცნების” მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს” – ელენე ხოშტარია
კონკრეტულ საფრთხეებზე მიანიშნება “კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია:
“როგორც არ უნდა ეცადოს “ქართული ოცნება”, საერთაშორისო სამართლებრივად კონფლიქტის მხარეები არიან საქართველო და რუსეთი – როგორც ოკუპანტი ძალა. შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობის საკითხი რეგულირდება ამ ორ მხარეს შორის მედიატორების ანუ ევროკავშირის მონაწილეობით.
“ქართული ოცნების” მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს. ამან კი, ომის დღევანდელი დინამიკიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორია, უკრაინის მხრიდან, შესაძლოა დარტყმების სამიზნე გახადოს.
რეგვენი სუსისა და უპასუხისმგებლო ხელისუფლების პირობებში, იმისთვის, რომ ომი ავირიდოთ თავიდან, სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ევროკავშირს, გამოიკვლიოს არალეგიტიმური და მათივე ინფორმაციით, რუსული მთავრობის ქმედებები. და, შესაბამისად, დასაჯოს სწორედ ეს არალეგიტიმურთა ბანდა და არა საქართველოს ტერიტორია, მათ შორის, მისი ოკუპირებული ნაწილი. სხვაგვარად, ყველანი პასუხისმგებლები ვიქნებით რუსეთის აგრესიულ და ტერორისტულ ომში მონაწილეობაზე, ჩრდილოეთ კორეასა და ბიძინასთან ერთად“, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
“ქართული ოცნების” მოქმედება და ტყუილები საქართველოს საფრთხეს უქმნის ღიად ჩათრეული იყოს რუსეთის ომში, რუსულ მხარეს” – ელენე ხოშტარია
პარალელი