აშშ-მა ჰააგის სასამართლოს თავმჯდომარე ტომოკო აკანე დაასანქცირა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) თავმჯდომარის, ტომოკო აკანეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჰააგის სასამართლოს ხელმძღვანელი იმ ფიზიკურ პირთა სიაში (SDN) შეიყვანეს, რომლებზეც შეზღუდვები ვრცელდება. მანამდე ვაშინგტონმა სანქციები ჰააგის სასამართლოს სხვა მოსამართლეების მიმართაც შემოიღო. სანქციების დაწესების საფუძველი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის თებერვალში ხელმოწერილი განკარგულება გახდა, რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მხრიდან ამერიკისა და მისი მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებს ეხება. The post აშშ-მა ჰააგის სასამართლოს თავმჯდომარე ტომოკო აკანე დაასანქცირა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →