საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.8 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 53.3 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონემ 46.0 პროცენტი შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. ქალებში უმუშევრობა 0.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო კაცებში 0.2 პროცენტული პუნქტით იკლო და 15.7 პროცენტს გაუტოლდა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში 42.2 პროცენტს შეადგენს (შემცირდა 1.5 პროცენტული პუნქტით), ხოლო კაცებში – 66.3 პროცენტს (გაიზარდა… The post საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა – საქსტატი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →