სიახლე

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა

მედიაცენტრი

არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყების პრესსპიკერის, აფრა ალ ჰამელის თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანთან ყველანაირ ვაჭრობას, კომერციულ გაცვლებსა და ფინანსურ ტრანზაქციებს “შემდგომ შეტყობინებამდე” აჩერებს. ,,რეგიონული ესკალაციების ფონზე, რომელიც ძირს უთხრის რეგიონულ და საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ყველანაირი ვაჭრობა, კომერციული გაცვლები და ფინანსური ტრანზაქციები ირანთან შეჩერებულია შემდგომ შეტყობინებამდე”, – წერს ალ ჰამელი. გადაწყვეტილება მას შემდეგ არის მიღებული, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ ორი ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც “მიზანში იღებდნენ საზღვაო ნავიგაციას” ზღვაში ჩავარდა. ირანი უარყოფა რაკეტების გაშვებას. The post არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი