სიახლე

დააკავეს ადამიანი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქარელში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა

მედიაცენტრი

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1 ადამიანი დააკავეს. ,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა თანასოფლელ მამაკაცს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა” – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში. უწყების ცნობით, დაშავებული სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post დააკავეს ადამიანი, რომელმაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქარელში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი