აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
ისტორიაში პირველად, აშშ-ის სახელმწიფო ვალის მაჩვენებელმა 40 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. ხაზინის მონაცემებით, მთლიანი თანხიდან 32.266 ტრილიონ დოლარს კერძო მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდები შეადგენს, ხოლო 7.78 ტრილიონი დოლარი უწყებათაშორის ვალზე მოდის. ვალის მოცულობა 10 წელზე ნაკლებ დროში გაორმაგდა – დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 19.95 ტრილიონ დოლარს შეადგენდა. პირველი მმართველობისას ვალი 7.8 ტრილიონით გაიზარდა (რის ნახევარიც პანდემიის პერიოდზე მოდიოდა), ხოლო მისი მეორე ვადის დაწყების შემდეგ ზრდამ 3.8 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ჯო ბაიდენის 4-წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში სახელმწიფო ვალი 8.4 ტრილიონი დოლარით… The post აშშ-ის სახელმწიფო ვალმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →